საზოგადოება
28.10.2020 13:25
ხელსაქმე, რომელიც მარიამ ბექაურმა პანდემიის პერიოდში წამოიწყო, ახალგაზრდის შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა
კრაფტით (ხელსაქმით) შექმნილი ნივთები საუკეთესო საჩუქარია. თუ წლების წინ, ძვირადღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს და შესაბამისად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტიც. განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ცდილობენ, დიდი გულმოდგინებით დაამზდონ ხელნაკეთი სამკაულები, დეკორაციები სახლისთვის და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთები. გორელი მარიამ ბექაურიც სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ასეთი საგნებისა თუ აქსესუარების შექმნა შემოსავლის წყაროდ აქცია. როგორც მარიამმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით ნაყოფიერად მან პანდემიის პერიოდი გამოიყენა და საკუთარი წარმოება გააფართოვა.
„კერვით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, წელს უკვე აბიტურიენტი ვარ და ვაპირებ, მოდის დიზაინზე ჩაბარებას. პანდემიის პერიოდში, როგორც უმრავლესობას, მეც ბევრი დრო მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით მესწავლა კერვა და სხვადასხვა აქსესუარების კეთება. ჯერ თმის ბაფთებით დავიწყე, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც ვყიდი აქსესუარებს და მაქვს ჩემი შემოსავალი. ახლა, იმის მიუხედავად, რომ აბიტურიენტი ვარ და ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, ყველანაირად ვცდილობ, ერთმანეთს შევუთავსო საქმე და სწავლა. ვფიქრობ, ეს საქმიანობა დამეხმარება ჩემს მომავალ პროფესიაშიც და ჩემ ადგილს აქედანვე დავიმკვიდრებ“,- აღნიშნა მარიამმა.
მარიამ ბექაურის თქმით, ყველა საქმესა და წამოწყებაში, მთავარი მონდომება და დაუღალავი გარჯაა. სწორედ საკუთარი შრომის წყალობით შეიძინა დამწყებმა დიზაინერმა საკერავი მანქანა და ჩანთების და აქსესუარების წარმოება გააორმაგა.
კვირის ამბები