საზოგადოება
28.10.2020 11:39
გორში ტყვიავისა და ნადირაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ტყვიავისა და ნადირაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ტყვიავის ქუჩის 662 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 216 056 ლარი მოხმარდება. ნადირაძის ქუჩის 400 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად კი, 181 989 ლარი გაიხარჯება.
„წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე საგზაო სამოსთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო მონიშვნები. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა ნადირაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემთხვევაში მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება. რაც შეეხება ტყვიავის ქუჩას, ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი, თუმცა, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორივე ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება“, აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები