სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დღეიდან დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავიდნენ. როგორც გასულ კვირას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, აღნიშნულ სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ჩატარდება, მომავალი კვირიდან კი, სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული. იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ამასთან დისტანციური სწავლება ერთ კვირას გაგრძელდება და მოსწავლეები სკოლას მომავალი კვირის ოთხშაბათს დაუბრუნდებიან,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2 და 3 ნოემბერს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბანი 50 საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი.