გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში, კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ამასთან, ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
ამჟამად რეგიონში გვაქვს კოვიდინფიცირების 573 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 303 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 114 პირი, ხოლო, ამჟამად, თვითიზოლაციაში რჩება 1201 ადამიანი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, შეგახსენებთ, რომ გასული 36 საათის განმავლობაში „გორმედის“ ქსელის გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.