საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 56 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.
„დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა - 545, იმერეთი - 305, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 56, გურია - 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში, კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა კი 12 632-ს შეადგენს, გარდაიცვალა 238 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 238-ს შეადგენს.