საზოგადოება
26.10.2020 11:55
მოსახლეობის მხრიდან რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით ნაკლებად მოუწევს მთავრობას შეზღუდვების დაწესება - ნათია მეზვრიშვილი

თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. ამასთან, რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით უფრო ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება”, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიის მიხედვით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი, დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წესები ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე. თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ, დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. ამასთანავე, რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით უფრო ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

კვირის ამბები