საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, ქვეყანაში, კოვიდ 19-ის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 11 370-ს მიაღწია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3832 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2249-ს შეადგენს.
დღეს გამოვლენილი 1872 ახალი შემთხვევიდან, თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში - 337-ს, აჭარაში -296-ს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7.