საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, ქვეყანაში, კოვიდ 19-ის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 201 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 10 767-ს მიაღწია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3766 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2268-ს შეადგენს.
დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.