დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან შიდა ქართლში 68 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დსრულებსი შემდეგ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. აქედან, 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, 10 257 პირი კი - მკურნალობას ბინაზე გადის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 4 180 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 28 069 პირი იმყოფება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში 412 პირმა დაამარცხა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.