დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მანვე საზოგადოებას, ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების უახლესი სტატისტიკა გააცნო და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს - 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121,“ - განაცხდა ბერდია სიჭინავამ.
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 4 180 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 28 069 პირი იმყოფება.