საზოგადოება
23.10.2020 14:02
დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - მოქალაქე კორონავირუსზე აღწებული ტესტის პასუხს 20 წუთში მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან, ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება. როგორც იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ახალი ტიპის სწრაფი ტესტების გამოყენება. ხაზს ვუსვამ, ეს არის აქამდე გამოყენებული სწრაფი ტესტები, არამედ გახლავთ ანტიგენზე დამყარებული სწრაფ ტესტები, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება. ანუ კვლევისას ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და პასუხს აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება,. მსოფლიოში ასეთი სულ ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე, ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული კვლევის მეთოდი. ამ ტესტების მარაგი, დაახლოებით, 150 000-მდე გვაქვს და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს არის სწრაფი ტესტი, რომელიც 20 წუთში პასუხს იძლევა“, - განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მოსახლეობას ასევე მოუწოდებს პირბადის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისკენ:
„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, კვლევებით დადასტურებულია, რომ თუ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 70%-ით შემცირდება“.
კვირის ამბები