საზოგადოება
23.10.2020 11:15
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 183 გახდა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 183 გახდა.

გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24562-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები