ფილმი „შინდისი“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ცნობილ ისტორიის - სოფელ შინდისთან მომხდარი შეტაკების - შესახებ მოგვითხრობს, ვარშავის კინოფესტივალის ორგზის გამარჯვებული გახდა. ფილმმა გრან-პრი მიიღო, რეჟისორ დიტო ცინცაძეს კი, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
ფილმის პრემიერა 27 სექტემბერს შედგა. მასში მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება, რომელიც არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, სოფლის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებს გადმოგვცემს.
„შინდისს“ არაერთი გმირი ჰყავს - თავგანწირული ჯარისკაცები, ომის დროს სოფელში დარჩენილ მაცხოვრებლები, რომლებიც საფრთხეს არ შეუშინდნენ და ყველაფერი იღონეს ამ ჯარისკაცების გადასარჩენად, ასევე სასულიერო პირები, რომლებმაც, ფაქტობრივად, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს ისინი. ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, ხაზი უნდა გავუსვათ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ასეთი ხალხი ვართ ქართველები, ეს ჩვენი ერთ-ერთი იარაღია,“ - აღნიშნა დიტო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ „შინდისი“ 2019 წელს „ოსკარის“ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.