გორის IV და XII, ასევე, სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლებში, ხვალიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ასევე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას V საჯარო სკოლის ორი კლასი.
„გორის IV და XII, ასევე, სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლებში, ხვალიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, სამწუხაროდ, აღნიშნულ სკოლებში პედაგოგებს დაუდასტურდათ კოვიდ 19. ამავდროულად, დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას V საჯარო სკოლის ორი კლასი. ზემოხსენებულ სკოლებში დისტანციური სწავლება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია სოფელ სობისის საჯარო სკოლის PCR ტესტის პასუხი და სწორედ ანალიზის შედეგების გათვალისწინებით გადაწყდება გადავა თუ არა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.