დასრულდა ჩემი თვითიზოლაცია და დავუბრუნდი ყოველდღიურ საქმიანობას. ჩამიტარდა განმეორებითი ტესტიც, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა, - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დასრულდა ჩემი თვითიზოლაცია და დავუბრუნდი ყოველდღიურ საქმიანობას. ჩამიტარდა განმეორებითი ტესტიც, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. ვიყავი COVID-19 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, რის გამოც ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში.
ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს.
ყველას მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს კონსტანტინე თავზარაშვილი.
შეგახენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის გამო, 13 ოქტომბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.