საზოგადოება
22.10.2020 13:59
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან, 69 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან, 69 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შეასხებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას კოვიდ 19-ის უახლესი სტატისტიკა გააცნო და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და სულ გვაქვს 178 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007. აქედან 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში. 1 848 პირი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 7 164 პირი კი, მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 4 408 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი.

კვირის ამბები