საზოგადოება
22.10.2020 12:28
გორელმა ანა ჯაფარიძემ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ მანდატი მოიპოვა
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ ანა ჯაფარიძე გახდა. გორის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე შიდა ქართლის ახალგაზრდების წარმომადგენელი იქნება ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტში. როგორც ანამ GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა“- ეს არის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთო პროექტი,რომელიც ქმნის ევროპულ ქსელს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მისი მთავარი მიზანია, დააკავშიროს ევროპის ახალგაზრდა ლიდერები ერთმანეთს.
შერჩეული კანდიდატები, როგორც ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენლები იღებენ პასუხისმგებლობას რომ გააჟღერონ ახალგაზრდების ხმა ევროპის მასშტაბით და მათი რეგიონი ევროპულ ღირებულებებსა აზიარონ.
„ჩემი სამუშაო ხაზი გადის გორსა და შიდა ქართლზე, შესაბამისად ჩემი მანდატის ფარგლებში, მე ვიბრძოლებ შევქმნა ევროპული საზოგადოება, მე დავეხმარები ახალგაზრდებს რომ დაინახოს მსოფლიო სხვა ასპექტში, ევროპული თვალით. მაქვს იმის მოტივაცია რომ ჩემს პატარა ლოკალურ სივრცეში შევქმნა რაიმე ახალი! ინოვაციური! მინდა ხალისი და ახალი ენთუზიაზმი შევიტანო ახალგაზრდების ყოველდღიურობაში და შევქმნა ჩემეული ვერსია თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა. მართალია, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის დიდ ოჯახში ახლახანს შევაბიჯე, მაგრამ უკვე ვიგრძენი რომ ცხოვრებამ ახალ ეტაპზე გადამიყვანა და მამზადებს სიახლეებით,დინამიკით,ქაოსით,მოძრაობით და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებისთვის“, - გვითხრა ანა ჯაფარიძემ.
კვირის ამბები