საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ცნობილია, საქართველოში, კორონავირუსი, მთლიანობაში, 9 401-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმშია 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 3 155 პირი. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1 848 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება