კულტურა
21.10.2020 13:32
ალექსანდრე ზაზარაშვილი სელინ დიონის სიმღერის - „All By Myself“ საუკეთესო შემსრულებელად დაასახელდა
ცამეტი წლის გორელი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც მეტსახელად „ქართველი რობერტინო ლორეტი“ შეარქვეს, El World Music- ის ჩანაწერის საუკეთესო მომღერლების სიაში მოხვდა.
ქართველი ვირტუოზი მომღერალი დასახელდა სელინ დიონის სიმღერის - „All By Myself“ საუკეთესო შემსრულებლად. ზაზარაშვილთან ერთად, საუკეთესოს ტიტული მიიღო ყაზახმა მომღერალმა დიმაშ კუდაიბერგმაც.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატება უკრაინის მუსიკალური პროექტის „საბავშვო ხმის“ მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო, სადაც ალექსანდრემ ნინო ქათამაძის კომპოზიცია - „ქუჩაში ერთხელ“ („Once In The Street“) ქართულად შეასრულა, რის შემდეგაც მას „ქართველი რობერტინო ლორეტი"შეარქვეს. უკრაინის შემდეგ, ალექსანდრე წარმატებით გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, კარნეგი ჰოლის სცენაზე და კიდევ რამდენიმე კონცერტი გამართა აშშ-ს ქალაქებში.
კვირის ამბები