საზოგადოება
20.10.2020 13:03
ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია იმ კოვიდპაციენტებისთვის, ვინც ბინაზე მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, მეტი სითხის მიღებისა და მოძრაობის რეკომენდაციას აძლევს. აღნისნულის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულები, რომლებიც სახლში იმყოფებიან და უსიმპტომოები არიან, როგორც წესი, 12 დღეში გამოჯანმრთელდებიან.

„იმ კოვიდპაციენტებმა, ვინც ბინაზე რჩებიან და არიან მსუბუქი პაციენტები, აუცილებელია მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ. ასევე, საჭიროა ტემპერატურის კონტროლი და თუ 38 გრადუსს აჭარბებს, სიცხის დამწევი მიიღონ.

ნუ დაელოდება პაციენტი, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს და ოჯახს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი. სასურველია, პაციენტმა თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს. ბინაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც არ არის რთული, რადგან ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებან და აღარ იქნებიან გადამდებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები