მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხშაბათს ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადავლენ. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია და ეს არის იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მომავალი წვირის ბოლოს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება