შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა. როგორც შიდა ქართლის სამხაეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალგამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერს ეკუთვნის, ნაწილის ინფიცირების წყარო კი - უცნობია.
„ახალგამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერს ეკუთვნის, მაგალითად ოქროს ბირჟის კლასტერს, ნაწილი თბილისში მცხოვრები პირია, რომელსაც იურიდიულ მისამართში შიდა ქართლი უფიქსირდება, ასევე, არიან ინფიცირების უცნობი წყაროს მქონე პაციენტებიც. ყველა მათგანზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება გარდაცვლილს, გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 84 წლის მამაკაცია, რომელიც 15 ოქტომბერს გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში, ხოლო 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რეგიონში, ჯამში, 225 კოვიდინფიცირებულია, აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში კი, ამ დროისთვის 916 პირი იმყოფება.