საზოგადოება
20.10.2020 11:35
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 1 194 შემთხვევიდან 64 შიდა ქართლში დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 1 194 შემთხვევიდან 64 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან გარდაცვალების ერთი ფაქტი გორში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 328 პაციენტი.

კვირის ამბები