საზოგადოება
21.10.2019 11:40
ნადარბაზევს, ნაწრეტს, წითელუბანს, შავშვებსა და ხურვალეთს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წარმოებული „საგურამო-ქუთაისის“ DN 700მმ მაგისტრალური გაზსადენის, შაშვების განშტოებაზე, ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის შეჭრასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნადარბაზევს, ნაწრეტს, წითელუბანს, შავშვებსა და ხურვალეთს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
კვირის ამბები