საზოგადოება
19.10.2020 13:12
გასული 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული 15 შემთხვევიდან ყველა გორის მცხოვრებია, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

სიმონ გულედანის ინფორმაციით, რეგიონში სულ 208 კოვიდინიფიცირებული პაციენტია.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა, მათი ნაწილი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში, ნაწილი კი - მკურნალობას გადის სახლში. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რეგიონში ჯამში გვყავს 208 ინფიცირებული, 913 პირი კი - გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ონლაინსწავლებაზე დამატებით არცერთი სკოლა არ გადასულა, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შედეგებს მოგვინებით მოგახსენებთ“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვირის ამბები