გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გრძელდება, - ამის შესახებ GMnews-თან საუბრისას უმაღლესი საწავლებლის კანცლერმა, გიორგი ხორბალაძემ განაცხადა.
გიორგი ხორბალაძის თქმით, გორის უნივერსიტეტში სწავლა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ორი კვირის წინ განახლდა და სტუდენტები როგორც დისტანციურ, ისე, აუდიტორიულ მეცადინეობებს გადიან.
„ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი ორი კვირის წინ განახლდა. ამ დროის განმავლობაში სწავლა ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები სწავლებას როგორც აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურ რეჟიმში გადიან. ჩვეულ რეჟიმში გრზელდება პროცესი, ყოველგვარი გართულებების გარეშე. აქვე დავამატებ, რომ ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის სამინიტროსა და საზოაგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, შენობის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება და ა.შ.“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გიორგი ხორბალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებდნენ.