სამართალი
19.10.2020 08:58
19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყება

დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება. ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიის დამტკიცება 15 საათზე დაგეგმილ სხდომაზე იგეგმება.

ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებული პირებიდან სამი მათგანის - არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს განიხილავს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა, რის შემდეგაც საძიებო სამუშაოები დაიწყო. გაუჩინარებულ ახალგაზრდას არაგვსა და მტკვარში, ასევე მდინარეების ნაპირებზე ეძებდნენ. ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი პატიმრობაში იმყოფება.

კვირის ამბები