გაიკეთეთ ეს დასაწვავი პირბადე და დაიცავით დისტანცია. თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ, შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი.
,,მოგმართავთ ყველას! ნაცნობსაც, უცნობსაც, შინაურსაც, გარეულსაც, მტერსაც და მოყვარეს. მდგომარეობა მართლა საგანგაშოა. აქ აღარ მინდა კითხვა არსებობს, არ არსებობს. არსებობს და თანაც ძალიან ვერაგია. ბევრი ჩემი თვალით ვნახე, ბევრი ჩემი კოლეგებისაგან მოვისმინე. ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით, რადგან ასე თუ გაგრძელდა, ელემენტარულად ექიმი და ექთანი არ გეყოლებათ რომ მოგხედონ, რადგან ჯანდაცვის სერვისაც აქვს თავისი რესურსი, რომლის დეფიციტის ნიშნები უკვე სახეზეა. ელემენტარულად მოერიდეთ დიდ თავშეყრებს. გაიკეთეთ ეს დასაწვავი პირბადე (მთელი დღე მიკეთია და არ ვკვდები) და დაიცავით დისტანცია. თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ, შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან”, - წელს სოციალურ ქსელში ექიმი გია მღებრიშვილი.