საზოგადოება
18.10.2020 11:14
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა. 

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 8 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136 გახდა.

გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8060-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 1388 ადამიანი. „კოვიდ“ სასტუმროში კი 1393 მოქალაქეა მოთავსებული.

 

კვირის ამბები