საზოგადოება
17.10.2020 12:24
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 14 შიდა ქართლში დაფიქსირდა, ერთ-ერთი ინფიცირებული ტელეკომპანია ,,დიას” ჟურნალისტია

კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 14 დადასტურებული ფაქტია შიდა ქართლის ტერიტორიაზე. მათგან ერთ-ერთი ინფიცირებული ტელეკომპანია ,,დია“-ს ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდინფიცირებულ ჟურნალისტს მკურნალობა სტაციონარში უტარდება.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია.

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში დადასტურდა 14 ახალი შემთხვევა. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაწილს მკურნალობა უტარდება სტაციონაში, ნაწილს კი - ბინაზე. ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია. რაც შეეხება თქვენს კოლეგას, გადაყვანილია სტაციონარში. უკვე მოძიებულია მისი სამსახურებრივი კონტაქტები და ყველა პირი გადაყვანილია  თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე გრძელდება ოჯახური და სხვა კონტაქტების მოძიება, რომ ყველა მათგანს მიეცეს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია და ჩატარდეს შესაბამისი კვლევები.

სულ, რეგიონში, 163 ინფიცირებული გვყავს, აქედან 38 პირს ბინაზე უტარდება მკურნალობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, 87 პირს კი მოეხსნა თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია. მთლიანობაში, ამ დროისთვის, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 643 ადამიანი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კვირის ამბები