საზოგადოება
17.10.2020 11:15
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდ 19-ის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16 285-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და ამ დროისთვის, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 128 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან226 აჭარაშია, 397 - თბილისში. იმერეთში - 232 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო ზემო სვანეთში - 27, შიდა ქართლში - 14, ქვემო ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 15, კახეთში -13 , სამცხე-ჯავახეთში - 8, გურიაში - 6.

 

კვირის ამბები