საზოგადოება
16.10.2020 10:40
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა. 

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 11 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124 გახდა.

კვირის ამბები