საზოგადოება
15.10.2020 13:30
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ ინფორმაციას თავზარაშვილი ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით.
ვიყავი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 13 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები სახლში 12 დღე. ასევე, გავიარე ტესტირებაც, რომელიც თვითიზოლაციის დასრულების შემდეგაც ჩამიტარდება. პირველადის მსგავსად, თუ განმეორებითი ტესტირების პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, დავუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ყველა გაცემული რეკომენდაცია. ოპერატიულობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის მერი.

კონსტანტინე თავზარაშვილი, მოქალაქეების საყურადღებოდ ასევე აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ყველა რეკომანდაციის დაცვით და ყოველდღიურად ხორციელდება შენობის დეზინფექცია.
კვირის ამბები