საზოგადოება
15.10.2020 13:01
შიდა ქართლში დადასტურებული კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევიდან 4 არასრულწლოვანია - სიმონ გულედანი

შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 18 მათგანი რეგიონში მცხოვრებია, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

სიმონ გულედანის ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია.

„გასული 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 18 პირი რეგიონში მცხოვრებია. მათ შორის, კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და ახალქალაქის სკოლების პედაგოგს დაუდასტურდა. ორივე სკოლა უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სამწუხაროდ, ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია.

სულ, რეგიონის მასშტაბით, ონლაინ სწავლებაზე 5 სკოლაა გადასული. 3 ბაღის გახსნა კი სწორედ ვირუსის გამო გადაიდო. კოვიდინფიცირებულთა ნაწილი მკურნალობას სახლში, ნაწილი კი - კოვიდკლინიკებში განაგრძობს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსულებელმა.

რეგიონის მასშტაბით, მთლიანობაში, კორონავირუსის 138 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 617 პირი იმყოფება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 16-მა ინფიცირებულმა უკვე დაამარცხა კოვიდ 19 70 პირს კი, თვითიზოლაცია მოეხსნა.

კვირის ამბები