საზოგადოება
15.10.2020 11:06
საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 14 440-ს შეადგენს, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 7 367-მა პაციენტმა დაამარცხა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 113-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 836 პაციენტი, ამასთან, კოვიდ სასტუმროში 1 042 მოქალაქე მკურნალობს.

კვირის ამბები