შიდა ქართლში კორონავირისის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2 ინფიცირებული სოფელ ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა, - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გააკეთა.
სიმონ გულედანის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 607 პირი იმყოფება.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირისის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2 ინფიცირებული სოფელ ზეღდულეთოს სკოლის მოსწავლეა. ორივე მოზარდი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მეორე ტალღის შემდეგ შიდა ქართლში კორონავირუსით 128 პირი დაინფიცირდა ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 607 პირი იმყოფება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13 521-მდე გაიზარდა.