საზოგადოება
14.10.2020 11:40
კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე 7 ახალი ატრაქციონის სამონტაჟო სამუშაოები ხორციელდება. GMnews-ის ინფორმაციით, ახალბაღში პატარებისთვის გასართობი სივრცის მოწყობა მალე დასრულდება. ამასთან, ატრაქციონების მონტაჟის შემდეგ, ყველა მათგანი გაიტესტება და ექსპლოატაციაში შემდეგ ჩაეშვება.

შესყიდული 6 ერთეული ატრაქციონიდან გახლავთ „კარუსელი“, „მფრინავი სკამები“ და „ელექრომატარებელი“.  

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტდორომის რეაბილიტაციაც, ამასთან, დაგეგმილია ძველი საბავშვო მანქანების ახლებით ჩანაცვლება.  

ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი წლის დასაწყისში გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში შპს „იმგო“-მ გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის გენერალური სარეაბილიტაციო სამუშაოები. GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას ყველა ეტაპზე (პროექტირება-რეაბილიტაცია) მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

კვირის ამბები