საზოგადოება
14.10.2020 11:28
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 13521-ს შეადგენს,- აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 292 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 7159-მა პაციენტმა დაამარცხა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 836 პაციენტი, ამასთან, კოვიდ სასტუმროში 1393 მოქალაქე მკურნალობს.

კვირის ამბები