საზოგადოება
14.10.2020 11:10
გორის მუნიციპალიტეტის რომელ საბავშვო ბაღებში არ განახლდება სასწავლო პროცესი ხვალიდან

რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

„ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრში, 2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყება 15 ოქტომბერს. სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ესენია: გორის N3, N9, N14, N15, N19, კარალეთის N1, ტყვიავისა და პატარა გარეჯვრის საბავშვო ბაღები.

სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ვაცხადებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო ჯერ 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, 12 ოქტომბრამდე გადაიდო.

 

კვირის ამბები