საზოგადოება
19.10.2019 15:04
1-ლი იანვრიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება - გიორგი გახარია

„იუსტიციის სამინისტრო მიწის სისტემურ რეგისტრირებას დაიწყებს, რაც ბიუჯეტს საერთო ჯამში, 70-80 მილიონი  ლარი დაუჯდება. ამ პროექტს მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ. 12 სოფელში სამინისტრომ აქტივობა უკვე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი ზედმეტი ღონისძებების გარეშე, იუსტიციის სამინისტრო მთელი თავისი ინფრასტრუქტურით შედის კონკრეტულ ლოკაციებზე, სოფლებში, რაიონებში და იწყებს მიწის აზომვასთან ერთად მის რეგისრაციას. საკითხი რომ სისტემურად გადაწყდეს, საჭიროა პრობლემა საკანონმდებლო დონეზე მოგვარდეს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრო, ამ საკონმდებლო ცვლილებებს მალე მოამზადებს და გპირდებით, რომ ქვეყნის მასშტაბით 1-ლი იანვრიდან სისტემური რეგისტრაცია დაიწყება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ქართლელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში ფერმერებთან მართავსნ შეხვედრას. დღესვე, გიორგი გახარია პედაგოგებს, მედიკოსებს და სპორტსმენებს უკვე შეხვდა.

კვირის ამბები