საზოგადოება
12.10.2020 10:38
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. 

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 6 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი განიკურნა. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 6538 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარულ მეთვალყურეობას გადის  836 მოქალაქე. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პირი.

კვირის ამბები