გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა.
ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
„ჩვენმა მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების შემოწმება წარმატებით გაიარეს, თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება სამი დღით გადაიდო და სწავლას 15 ოქტომბერს განვაახლებთ,“ - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო ჯერ 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, 12 ოქტომბრამდე გადაიდო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება