შსს-ს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახური მოქალაქეებს სამი დღით არ მოემსახურება
9, 10 და 11 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახური მოქალაქეებს ვერ მოემსახურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირებაა, რის გამოც შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიგეგმა.
„მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომლის ტესტის პასუხი გუშინ, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ამიტომაც, სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.