საზოგადოება
09.10.2020 12:11
კარალეთის პირველ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის პირველ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ სამუშაოების სატენდერო ღირებულება 161 900 ლარია, თანხა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„შესყიდვის ფარგლებში წინადადებების მიღება 16 - დან19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შემუშავებული პროექტის მიხედვით მოეწყობა წყალსადენისა და კანალიზაციის ახალი სისტემები, ცენტრალური გათბობა, გამოიცვლება კარ-ფანჯრები, შენობის ინტერიერთან ერთად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სახურავსაც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.
კვირის ამბები