საზოგადოება
08.10.2020 11:56
შიდა ტურიზმის გახსნიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტს 10 215 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ოქტომბრამდე გორს 10 215 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გახსნიდან დღემდე 10 215 ვიზიტორმა გამოთქვა. აქედან 1 349 დამთვალიერებელი ივნისში გვსტუმრობდა, ივლისში - 2 731, აგვისტოში - 3 392, ხოლო სექტემბერში - 2 743. ტურისტებს შორის,
8 328 ადგილობრივი დამთვალიერებელი 1 887 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბერი, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლშიც ჯერ კიდევ ტურისტულ სეზონად ითვლება, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მიმდინარე თვეშიც ვარაუდობენ.
კვირის ამბები