საზოგადოება
07.10.2020 17:41
კლინიკა „იავნანას“ სტაციონარი დღეს 22-მა მოზარდმა დატოვა, გასტროინტესტინალური დარღვევებით პედიატრიულ განყოფილებაში 3 პაციენტი რჩება

გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით დღეს მხოლოდ 7-მა პაციენტმა მიმართა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის ინფორმაციით, ყველა მათგანს სამედიცინო მომსახურება გაეწია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და აღნიშნულმა მოზარდებმა კლინიკა დატოვეს.

ლაზარაძის ინფორმაციითვე, გასული 3 დღის განმავლობაში, ,,იავნანას“ სტაციონარში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული 25 პაციენტიდან დღეს კლინიკა დატოვა 22-მა. ამ დროისთვის, პედიატრიულ განყოფილებაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მხოლოდ 3 ბავშვი რჩება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში მოხვედრილ მოზარდებს, სხვა კვლევებთან ერთად, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზეც და ყველა ტესტი უარყოფითია.

 

კვირის ამბები