საზოგადოება
07.10.2020 13:35
არბოს საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 700-800 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 15 ოქტომბერს ეწურებათ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2020 წლის 2 ნოემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
„შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს,“ - ნათქვამია ზემოსხენებულ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები