„იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით შეყვანილი პაციენტების რაოდენობა, გასულ დღესთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, - აღნიშნულის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანა“-ს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.
ლია ლაზარაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 15 მოზარდი შეიყვანეს.
„გასული 24 საათის განმავლობაში „იავნანა“-ს მომართა სულ 23-მა პაციენტმა, აქედან 15 პაციენტი იყო გასტროინტესტინალური დარღვევებით. მათგან ერთი პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, 14-ს აღმოვუჩინეთ დახმარება და გაეწერენენ ბინაზე.
მთლიანობაში, ამ დიაგნოზით, სტაციონარში რჩება 25 პაციენტი, თუმცა, დღის განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი გაეწერება. მათი მდგომარეობა, ზოგადად, არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური“, - განაცხადა „იავნანა“-ს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.