ჩვენს რეგიონში კორონავირუსული ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი არის ქიწნისის კლასტერი, ერთი - აჭარის კავშირი, ასევე სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთან კონტაქტი, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის სემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.
გულედანის ინფორმაციით, მოკვლეულია ყველა ახლო კონტაქტი და ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციაში.
„24 საათის განმავლობაში რეგიონში დაგვიფიქსირდა 4 შემთხვევა, აქედან ერთი არის ქიწნისის კლასტერი, ერთი - აჭარის კავშირი, ასევე სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთან კავშირი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ადგილზე გადიან მკურნალობას. მოკვლეულია ყველა ახლო კონტაქტი და კონტაქტებიც გადასული არიან თვითიზოლაციაში.
ჯამში, ამ დროისთვის რეგიონში გვყავს 64 ინფიცირებული, აქედან 23 მკურნალობს სახლში. ყველას მდგომარეობა არის სტაბილური.
გუშინ გაგზავნილი იყო 361 ნიმუში, საიდანც ორი დადასტურდა, ასევე, 3 და 4 ოქტომბერს გაგზავნილი ნიმუშებიდანაც მოგვივიდა 2 დადებითი, ჯამში გვაქვს 4 დადებითი შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის ერთი არის არასრულწლოვანი - 16 წლის მოზარდი“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.