საზოგადოება
06.10.2020 10:49
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 9245-ს შეადგენს. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვებ.გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 4887-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმშია 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი, 1 100-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კვირის ამბები